LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ შენგელაიას კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ვარსკვლავს გაუხსნიან

110

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 26 იანვარს კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართებადა, სადაც მისი ფილემებიდან ნაწყვეტები იქნება ნაჩვენები. ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 – 1959 წლებში იყო კინოსტუდია “მოსფილმის”, 1960 წლიდან კი კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორი, 1976 – 1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. ელდარ შენგელაის 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა. კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ცისფერი მთები” და მრავალი სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები