LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ შენგელაია კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე იმედა კახიანთან ერთად გამოჩნდა

2148
1558117908-შენგელაია

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი” კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ დაბრუნდა.

ფილმი 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, წელს „თეთრი ქარავანი“ სექციაში „კანი კლასიკა” (Cannes Classics) იყო წარმოდგენილი.

“თეთრი ქარავანის” პრემიერას კანში რეჟისორი ელდარ შენგელაია, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად ესწრება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 25 მაისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები