რამდენად ხშირია ბავშვებში მხედველობის დარღვევარომელ ასაკში უვლინდებათბავშვებს მხედველობის პრობლემებირამ უნდა აფიქრებინოს მშობელსრომ მისშვილს მხედველობის პრობლემები აქვსრა უნდა ვიცოდეთ ფერადი თვალის, მხვედლობის კორექციისა და  გაჯეტებით გამოწვეული რისკების შესახებამ თემაზე გადაცემაშისტუმრად ექიმთანექიმმაოფთალმოლოგმა თამუნა კვიტაშვილმა ისაუბრა. კითხვაზე , არის თუ არა გაჯეტებისა და ტელეფონის სისტემატიური მოხმარება მხედველობის გაუარესების მიზეზი, ექიმიოფთალმოლოგი გვპასუხობს

„ტექნოლოგიური პროგრესი და გაჯეტების ასეთი ხშირი მოხმარება სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ყველაზე ხშირი გაჯეტების გამოყენების შედეგად გამოწვეული დაავადება არისმიოპიაანუ შეძენილი ახლომხედველობა, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად ზრდის ტენდენცია ახასიათებს. გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად არასწორ მხედველობით რეჟიმს, ანუ დიდი ხნით ახლო მაძილზე მხედველობით დატვირთვას, უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ დაავადების გამოვლენაში. ეპიდემიის სახელწოდებითაც კი არის მოხსენიებული მთელს მსოფლიოშიმიოპია”, მაშტაბური კვლევები ტარდება ყველა მიმართულებით, რათა მაქსიმალრად დავიცვათ ეს ბავშვები პათოლოგიური მინუსებისა და ციფრების მიღწევისგან. მთავარი პრინციპი კი ნორმალური მხედველობითი რეჟიმის დაცვაა, რაც მოიცავს იმას, რომ ყოველ 20-30 წუთში ერთხელ ბავშვის თვალმა უნდა დაისვენოს. თვალი ისვენებს მაშინ, როდესაც არის დახუჭული, ან მზერას ვაფიქსირებთ 6 მეტრით და უფრო მოშორებით არსებულ საგნებზე. გაჯეტები ასევე იწვევს აკომოდაციის აპარატის დარღვევებს, სიელმის განვითარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს და ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც კომპიუტერების და გაჯეტების ხშირ მოხმარებასთან არის ასოცირებული. ეკრანს მიღმა თვალის 5-ჯერ უფრო ნაკლებად ხამხამებს ვიდრე ბუნებრივ პირობებში, შესაბამისად მეტია თვალიდან ცრემლის აორთქლების ალბათობა. ეს კი მშრალი თვალის სინდრომს იწვევს.

მსგავსი თემები