LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრს იმედი აქვს, რომ წელს 9 მილიონამდე ვიზიტორი გვეწვევა

82
18

ეკონომიკის მინისტრი ჩვენი ეკონომიკისთვის ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტურიზმი უკვე იქცა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად.

„ეს არის ინდუსტრია, რომელმაც გასულ წელს 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს, სწორედ ამიტომ აღარ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა არის მრეწველობა, მშენებლობა და სხვა ბევრი დარგი,  დღეს ტურიზმი, სერვისინდუსტრია არის ჩვენი ეკონომიკური განითარების ერთ-ერთი ლოკომოტივი, ძალიან დიდი იმედი და პერსპექტივა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შარშან საქართველომ 8,7 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, წელს კი უკვე 11 თვეში იგივე შედეგს მივაღწიეთ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელს რეკორდული მაჩვენებელი 9 მილიონამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რის წინაშეც აღმოჩნდა წელს ტურიზმის სექტორი და თითოეული ჩვენგანი, ეს დარგი მაინც ვითარდება და დიდი პერსპექტივა გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები