LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: რა თქმა უნდა ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი პრიორიტეტია

95
78484785-2650397125049930-860494438600802304-o

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა ხელშეკრულება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, ეს მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ჯამში 7-ჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს, რომ დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას. რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს,რომ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს”, -აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები