LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პროექტის მეტად გადავადების პერსპექტივას ვერ ხედავს

232
e2c86a390d2bb54c32e9b67308e3e2b6

ჩემი აზრით, გადავადება ყოვლად მიზანშეუწონელია, ანაკლიის პორტის პროექტი ისედაც საკმაოდ დაგვიანდა, – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კითხვას, განიხილება თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება. თურნავას თქმით, ბოლო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და მაღალი მოლოდინი, რომ ამ ვადაში კონსორციუმი ვალდებულებებს შეასრულებს არ აქვს.

„არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალი მოლოდინი არ გაგვაჩნია. პირველადი შეთანხმების თანახმად, 2020 წელს უკვე მოქმედი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გვქონოდა. ეკონომიკა ისედაც საკმაოდ დაზარალდა, რომ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. მე ვერ ვხედავ მეტად გადავადების პერსპექტივას”, -აცხადებს მინისტრი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები