LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ: ობიექტები აღარ დაიკეტება – კალაძე პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

78
105708289-3638764102806830-5890160556639876012-o

“ეკონომიკის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ. პირველ ეტაპზე მოხდა ჩაკეტვები და მძიმე აკრძალვები. ეს აღარ განმეორდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირია წვეულებები, სხვადასხვა ტიპის შეკრებები. ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავირიდოთ და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. ერთმანეთის და საკუთარი თავის დაცვას უნდა მივეჩვიოთ. ამიტომ ყველგან და ყოველთვის ყველაზე მაგარი დაცვა არის პირბადის ტარება. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორანში თუ სუპერმარკეტში შესვლის დროს, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხალხმრავალ ადგილებზე, სადაც სიარულისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები