LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი

116
ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

“მინდა ვთქვა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ორი წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს გამოდის უკვე 8 000 დოლარი, წელს ასე იქნება ყოველ შემთხვევაში.

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა

შენარჩუნებული არის მშვიდობა, სტაბილურობა, და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ეს არის საკითხები, რომელზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია და კითხვების ავტორები უნდა ფიქრობდნენ. მე მინდა, მათი პოზიცია გავიგო, როგორ აფასებენ ჩვენი დესტრუქციული, ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის რადიკალურ ექსტრემისტულ მოქმედებებს და უწოდებენ თუ არა ისინი საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.