ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტიკარაძე თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.
ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით 23 მარტს აიცრა.
