LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია ბოდიშს იხდის

350
beselia

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ კოლეგებს ბოდიში ირაკლი კობახიძის გამო მოუხადა. „მე მინდა, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას, ვინც იბრძოდით და დღესაც იბრძვით, იმ იდეალებისთვის, რითიც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად“,  – ასე მიმართა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს.

ის ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გამოსვლა, სადაც მან ბესელია და მისი თანამოაზრეები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა,  კოლეგების შეურაცხყოფა იყო.

„მე გთხოვთ ყველას, ეს დარჩენილი 10 წუთი, რომლითაც, ალბათ, ბოლოჯერ მიწევს უმრავლესობის სახელით გამოსვლა, გთხოვთ, ყველამ მოისმინოთ, ახლა რისი თქმაც მინდა. მე მინდა, დავიწყო იმით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა თავისი გამოსვლა. მისი გამოსვლის ბოლო წინადადება განსაკუთრებით, პირველ რიგში, იყო შეურაცხყოფა ჩვენი იმ კოლეგების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით მინდა, მათ მოვეფერო და განსაკუთრებით მადლობა ვუთხრა, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ბესელიამ.

მან პარლამენტში მის მიერ ინიცირებულ კანონოპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს. ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია და ამიტომ უკვირს იმ ადამიანების ნაბიჯი, რომლებსაც მისი თქმით, არასდროს შეშინებია. ამ საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კი პოლიტიკური პროცესი უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები