LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეი სულელო კლუნი!“ – მეგან მარკლის და ჯორჯ კლუნს აკრიტიკებს

mark

მეგან მარკლის და, სამანტა ამჯერად ჯორჯ კლუნის წინააღმდეგ გამოდის. მსახიობმა ცოტა ხნისნ წინ სასექსის ჰერცოგინია პრინცესა დაიანას შეადარა და მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალებს სამარცხვინო უწოდა. მისივე თქმით, სამარცხვინოა მეგანის დისა და მამის სკანდალური ინტერვიუები, რომლითაც ისინი მეგანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა მეგანის და, სამანტა მარკლი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ეი სულელო კლუნი! შენმა ადვოკატმა ცოლმა ცოტა მეტი უნდა გასწავლოს, არასოდეს ილაპარაკო ფაქტების გარეშე“.

ცოტა ხნის წინ სამანტა მარკლი, სკანდალური განცხადებების გამო, მეგანის ხუთმა მეგობარმაც გააკრიტიკა. მედიისთვის მიცეულ ინტერვიუში მეგან მარკლის უახლოესმა მეგობრებმა თქვეს, რომ მეგანი ნახევარ დას თითქმის არ იცნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები