კაიროსთან ახლოს მდებარე ბენტის პირამიდა ამიერიდან ტურისტებისთვის ღია იქნება. ეს ნაბიჯი ტურიზმის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით გადაიდგა. ინფორმაციას  bbc  ავრცელებს.

პირამიდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2600 წელს აშენდა და ბოლოს მისი დიზაინი „ნამდვილ“ პირამიდას დაემსგავსა თავისი 54 გრადუსიანი კუთხით.

ვიზიტორებს 79 მეტრით ქვემოთ, ვიწრო გვირაბში ჩასვლაც შეუძლიათ ბენტის პირამიდის ჩრდილოეთიდან.

არქეოლოგებმა ასევე წარმოადგინეს მუმიები, ნიღბები და იარაღები, რომლებიც გასულ წელს პირამიდების სიახლოვეს გათხრების დროს აღმოაჩინეს.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები