LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა 27 უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს

111
gptnews

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა 27 უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს. სარკოფაგები პრაქტიკულად დაუზიანებელია და მათი მოხატულობა იდეალურადაა შემონახული. როგორც ჩანს მათი ჩამარხვის შემდეგ, ანუ 2500 წელი ისინი არავის შეუწუხებია. ტურიზმის მინისტრის ინფორმაციით, 13 სარკოფაგი თვის დასაწყისში დაახლოებით 11 მეტრის სიღრმეში იპოვეს, მოგვიანებით კი კიდევ 14 სამარხი სულ სხვა სიღრმეში აღმოაჩინეს.

სამარხების წარმომავლობას არქეოლოგები სწავლობენ და დიდ „საიდუმლოს“ ფარდა ოქტომბერში აეხდება.

ბოლო წლებში ეგვიპტეში გათხრების რაოდენობა მომრავლა, რაც ტურისტული სექტორის განვითარებას და ქვეყანაში უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას უწყობს ხელს. საინტერესო აღმოჩენები წინა წლებშიც კეთდებოდა, თუმცა ამ მასშტაბის არც ერთი არ იყო.

გათხრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მთავრობა იმედოვნებს რომ ქვეყანას წინ კიდევ უფრო მეტი საინტერესო აღმოჩენა ელის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები