LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტელ მსახიობს კაბის გამო პატიმრობა ემუქრება

ეგვიპტელ

ეგვიპტელ მსახიობს რანია იუსეფს კაიროს ფილმების ფესტივალზე, გამჭვირვალე კაბის ჩაცმის გამო, 5 წელზე მეტი პატიმრობა ემუქრება.

შავი, დახურული მუქი ბოდეთი და გამჭვირვალე ნაწილით კაბა ძირითადად, რანია იუსეფის ფეხებს წარმოაჩენდა. ამან სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხრიდან მკაცრი რეაქცია გამოიწვია.

44 წლის იუსეფიმ ბოდიში მოიხადა და განაცხდა, რომ ასეთი რეაქციის შესახებ წინასწარ რომ სცოდნოდა, ამ კაბას არ შეარჩევდა.

მსახიობს სასამართლოში ადვოკატებმა, ამრო აბდელსალმმა და სამირ საბრიმ უჩივლეს. მათი თქმით, მსახიობის ჩაცმულობა საზოგადოებრივ ფასეულობებს, ტრადიციებსა და მორალს ეწინააღდმეგებოდა და გამომწვევი იყო.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეგვიპტეში, მომღერალ შაიმა აჰმედს, 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ის თავის მუსიკალურ ვიდეოკლიპში საცვლებით და ბანანით ხელში გამოჩნდა. იანვარში ეგვიპტეში კიდევ ერთი მომღერალი “უხამსი ცეკვისთვის” 1 წლით დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები