LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანმა 55 შოკოლადი შეჭამა – “სამანქანო კარაოკეს” მორიგი სახალისო ვიდეო

88

ედ შირანი ჯეიმს კორდენის “სამანქანო კარაოკეს” სტუმარი გახდა. შოუ, როგორც ყოველთვის, იუმორით დაიწყო, როდესაც წამყვანის გვერდითა სკამზე არა ადამიანი, არამედ შირანის განუყრელი მუსიკალური ინსტრუმენტი – გიტარა იდო. მოგვიანებით თავად მომღერალიც გამოჩნდა.

26 წლის ვარსკვლავმა, ტრადიციულად, ცნობილი ჰიტები შეასრულა და ცხოვრებიდან კურიზოული ამბებიც მოყვა.

ვარსკვლავებმა ხელიდან არც გართობის შანსი გაუშვეს. კორდენმა და შირანმა სანაძლეო დადეს, რომელი მათგანი შეჭამდა უფრო მეტ შოკოლადს. შედეგად, ედმა 55:26 მოიგო.

გადაცემა საკმაოდ სახალისო გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები