LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვიანობა არ არის ის, რაც ადამიანს გაკვლევინებს – ბაია პატარაია

842
baia

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“არ მომწონს ასეთი სათაურები. ეჭვიანობით რომ პრავდება მკვლელობა – არასწორი მესიჯი მოდის სრულიად. “ა, იეჭვიანა? გასაგებია…” არაფერი არ არის გასაგები! ეჭვიანობა არ არის ის, რაც ადამიანს გაკვლევინებს. ეს ძაან ზედაპირული ხედვაა. ასეთი სათაურების გამო ტრეინინგები ვუტარეთ მედიას თავის დროზე და როგორც ჩანს, ისევ უკან მივბრუნდით.

ასეთი სათაურებით ხდება ფემიციდის მოტივების ფორმირება, ნორმალიზება. ფემიციდი სიძულვილით მოტივირებული გენდერული დანაშაულია და რაღაც ბანძი ვითომ-სასიყვარულო იარლიყები არ სჭირდება. ეჭვიანობა სწორედაც რომ სიყვარულთან ილინკება და არა სიძულვილთან”,- წერს ბაია პატარაია.

კაცმა 23 წლის ყოფილი ცოლი მოკლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები