LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-მა ბაკურიანს 5 მლნ ევრო გამოუყო – იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარება

67
9ba411fa399931a8c0ad8e09158fb70e-XL

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბაკურიანის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის 5 მლნ ევროს სესხი გამოყო.

„ამ თანხით მოხდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მათ შორის თოვლსაწმენდის, ასევე მრავალფუნქციური სატვირთო მანქანებისა და 10 ერთეული თანამედროვე საქალაქო ტრანსპორტის, რომელიც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის“, – წერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ

ინფორმაციაში.

ამასთან, EBRD აღნიშნავს, რომ ბაკურიანი კლიმატითა და ბუნებრივი გარემოთი განთქმული, ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები