LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროშა და საგუშაგო სოფელ წნელისთან – ადასტურებს თუ არა სუსი ამ ინფორმაციას

282
ოკუპაცია

სამხრეთ ოსეთის დროშა, სასაზღვრო ნიშანი და ახალი საგუშაგო – რა ხდება სოფელ წნელისთან და დაიწყო თუ არა ოსურმა მხარემ ადგილზე ბლოკპოსტის აშენება – ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად რადიო “ფორტუნა” უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება. უწყების ცნობით, განმარტება ვახტანგ გომელაურმაც გააკეთა.

შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ჩორჩანის პოლიციური საგუშაგო 40 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

“ჩვენი ინფორმაციით დროშა აღმართეს, მაგრამ დასაზუსტებელია, რა ადგილია – ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია თუ მათი კონტროლირებადი ტერიტორია. ცხელი ხაზი გაააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. რაც მთავარია, უსაფრთხოდ რომ იყოს ე. წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, მთავარი საზრუნავი არის დღეს ჩვენი ეს, დანარჩენ ცნობებს მოგაწვდით აუცილებლად“, – განაცხადა გომელაურმა. 

სუსში გვითხრეს, რომ 12 საათზე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება და ისინი ადგილზეც გაეცნობიან ვითარებას. განცხადებები კი ამ თემაზე მოგვიანებით გაკეთდება. 

ამ ძალებს სურთ ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან - დავით ზალკალიანი

ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკვე მიაწოდა

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც საზღვრისპირა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანას არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ოსური მხარე ითხოვდა. ამაზე კი ჩვენი პასუხი იყო: ბლოკპოსტის დაშლა არც კი განიხილება.

მოგვიანებით, პერევთან არსებული ბლოკპოსტი ქართულმა მხარემ რამდენიმე ასეული მეტრით გადაწია. მაშინ სუსმა ასეთი განმარტება გააკეთა: “საუბარია პერევთან პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები