LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებაზე, პასუხი იყო შესაბამისი: თორნიკე რიჟვაძე

254
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვაზე გაცემულ პასუხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

რიჟვაძე კითხვას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, ომის დაწყების ავტორს შეეხებოდა, ჟურნალისტის მხრიდან პროვოკაციულად აფასებს და წერს, რომ პასუხიც შესაბამისი იყო.

“სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ,,მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.” – წერს რიჟვაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი წერს, ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!

“კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის!” – წერს რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიურ მოსწრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე, შეესაბამება სრულ სიმართლეს.

“საშუალო სკოლის ბოლო აკადემიური წელი ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ პასო რობლეს სკოლაში, კალიფორნიის შტატში (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX))

სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მივიღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს;
2012-2013 წელს მივიღე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სიტის, ლონდონის უნივერსიტეტში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში);
2011-2014 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

და ბოლოს არანაკლებ საყურადღებოდ – 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი;

შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა.

P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!
მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!” – წერს თორნიკე რიჟვაძე

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჟვაძეს აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

პოპულალურები