LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი სიყვარულის საშიში ლაბირინთები – პენელოპა და ჰავიერი ახალ ფსიქოლოგიურ ტრილერში

penelopa

ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ახალი ფილმი „ყველამ იცის“ ესპანეთში 2018 წლის სექტემბერში აჩვენეს. იქამდე კი ის კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ნახა. ოსკაროსანი რეჟისორის ახალ ფსიქოლოგიურ ტრილერში მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი ასრულებენ.

ფილმის მთავარი გმირი ლაურაა, რომელიც ბუენოს-აირესიდან მადრიდის მახლობლად, თავის მშობლიურ ქალაქში ჩამოდის. ის ქალაქში ქმართან და შვილებთან ერთად დის ქორწილისთვის ბრუნდება. აღმოჩნდება, რომ წარსული მოგონებები და ადამიანები ამ წარსულიდან მის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები