LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო მაშველები საქართველოს მასშტაბით 100 გამოძახებაზე გავიდნენ

93
Capture

17 მარტს საქართველოს მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს 100 ინციდენტზე ჰქონდათ რეაგირება. ძლიერი ქარის გამო ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში  15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, 4 სარეკლამო ბილბორდი და შუქნიშანი დააზიანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უამინდობის გამო გამოძახებათა სტატისტიკა საქართველოს მასშტაბით ასეთია:

თბილისი – 43
იმერეთი – 15
აჭარა – 8
სამცხე-ჯავახეთი – 8
მცხეთა-მთიანეთი – 7
შიდა ქართლი – 6
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 3
კახეთი – 2
ქვემო ქართლი – 2
გურია – 0

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები