LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში – კრეტაზე ბიძგები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა

614
skynews-crete-greece-island-4732314

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაფიქსირდა. ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კრეტას ადმინისტრაციული ცენტრი, ჰერაკლიონი იყო. 

ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ტვიტერზე წერენ, რომ ბიძგები ძალიან ძლიერად იგრძნობოდა.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტვიტერის მომხმარებლები წერენ: “ბიძგები იმდენად მკვეთრი იყო, მათ გაეღვიძათ და დაინახეს, რომ მთელი ოთახი იძვროდა დაახლოებით, 4-5 წამის განმავლობაში.”

საბერძნეთში და მის მიმდებარე კუნძულებზე მიწისძვრა ხშირად ხდება, თუმცა, ძლიერი ბიძგები იშვიათად ფიქსირდება. ამის მიუხედავად, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა 19 ივლისსაც დაფიქსირდა.

ჰერაკლიონი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები