ირანში, ჩრდილოეთ ნაწილში დღეს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 და დაშავდა 70 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ძლიერი რყევა ადგილობრივი დროით 2:17 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ არდებილიდან 83 კილომეტრში იყო.

მსგავსი თემები