LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ხანძარი კალიფორნიაში – 2 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია (ვიდეო)

161
Capture

კალიფორნიის შტატში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება მინიმუმ 50 ათასამდე ადამიანმა მიიღო.

ხანძრის ჩაქრობას 500 მეხანძრე ვერტმფრენებისა და საჰაერო წყლის ტანკერების დახმარებით ცდილობს, თუმცა სტიქიის გაძლიერებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.

ცეცხლი 40 ათას კვად­რა­ტულ მეტრზეა გავრცელებული.

 

უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარ მილიონ ადამიანს შეუწყდა.

 

შე­გახ­სე­ნებთ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ხან­ძარს შარ­შან 100 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები