ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უამინდობის გამო ოდესის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის აღდგენით სამუშაოებში უშუალოდ ჩაერთვება.

„ჩემი გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების გამო ოდესის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საოლქო ადმინისტრაციაში საგანგებო სიტუაციათა შტაბი მუშაობს. რთული პირობების მიუხედავად, ბრიგადები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ძლიერ შტორმს 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 11 წლის გოგონაა.

მსგავსი თემები