LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძებნილი ბრალდებული დიმიტრი გაბუნიას დახმარებით გათავისუფლდა” – რა პასუხი აქვს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

273
GABUNIA

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებს მისი საპარლამენტო მდივანი ეხმაურება. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ყველა ბრალდება, რაც მის მიმართ ბოლო დღეებში იყო , უსაფუძვლოა. ეს განცხადება მან “ქრონიკასთან” საუბარში გააკეთა. 

შეგახსენებთ, დიმიტრი გაბუნიას, ბრალდებას მოკლული სოსო ქოიავას ოჯახის წევრები უყენებენ. მათი ინფორმაცით, ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე სწორედ გაბუნიამ იმუშავა. მათი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დანიაში მიმალვაში მყოფ ნადირაძესთან, სწორედ გაბუნია ჩადიოდა ხოლმე

პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ზურაბიშვილი მათ აზრსაც კი არ ეკითხება

ამ თემაზე “ევროპულმა საქართველომ” პროკურატურისგან პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებში გაბუნიას როლის გარკვევა მოინდომა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 პატიმარი შეიწყალა. აქედან სამი მათგანი მკვლელობაში მსჯავრდებული იყო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები