LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან წუხს, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს: მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

129
nikushaa

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი ინფორმაციით, საააკშვილი შედარებით უფრო მშვიდი იყო. მეუფე ამბობს, რომ ბევრ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

„რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება. მოვინახულე უბრალოდ იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჩემი პირდაპირი მოვალეობა. რადგან შემიძლია მივიდე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ამიტომ ეს არის ჩემი ვალდებულება, ვაკეთებ ამას და მივდივარ. დღეს, ამჯერად რაც გავაკეთე, ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება.

შევხვდი, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე. მე არ მაქვს არავითარი რესურსი, რომ რეალური შეფასება გავაკეთო სამედიცინო თვალსაზრისით, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ წინასთან შედარებით უფრო მშვიდი იყო, დამშვიდებული სახე ჰქონდა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, შესაბამისად, ჩემი საუბარი მასთან პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ყველაფერზე ვსაუბრობთ ხოლმე. ერთ-ერთი საკითხი, რაც ალბათ შეიძლება ვთქვათ, ძალიან წუხს, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს და ამაზეც ვისაუბრეთ. ეს ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება, იქ რომ ომი დაიწყოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები