LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან საინტერესო ადგილებია სამეგრელოში აღმოსაჩენი – მარიამ ქვრივიშვილი

280
1

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი – „აღმოაჩინე ის რაც შენია “ გრძელდება. რიგით მესამე ტური სამეგრელოში მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების ოცმა წარმომადგენელმა ოკაცეს ჩანჩქერი, (კონჩხა), კოლხეთის ეროვნულ პარკი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე მოინახულეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ბლოგერებმა და ოპერატორებმა ზუგდიდში ზიპლაინით ისარგებლეს, ენგურის წყალსაცავზე კი კატერით გაისეირნეს. პრეს-ტურის ფარგლებში ეწვივნენ აბსნაძეების კერამიკის სახელოსნოს, დაათვალიერეს მიურატების საოჯახო სასტუმრო და მარანი სოფელ ჭკადუაში.

”საქართველოში შიდატურიზმი 15 ივნისს გაიხსნა და შიდატურიზმის პოპულარიზაციისა და სტიმულირების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს პროექტს „აღმოაჩინე ის რაც შენია.“ ამ პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებოდნენ, რათა საუკეთესო კუთხით წარმოეჩინათ ის უნიკალური ტურისტული პროდუქტები, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან საინტერესო ადგილებია სამეგრელოში აღმოსაჩენი. გარდა იმისა, რომ მათ სამეგელოში შეუძლიათ დააგემოვნონ უნიკალური ადგილობრივი კერძები, ასევე შეუძლიათ ეწვიონ პალიასტომის ტბას, ენგურის წყალსაცავს, სადაც უკვე შესაძლებელია ნავებით გასეირნება. სამეგრელში გელოდებათ ძალიან ბევრი სათავგადასავლო აქტივობა, რაც ძალიან პოზიტიურს გახდის თქვენს მოგზაურობას,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები