LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მიხარია, რომ სინოდის პოზიცია გამოვიცანი – მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციაზე

110
BeFunky-collage (2)

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა  მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დეტალებზე „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან  ერთად ისაუბრა. როგორც ცნობილია, სინოდზე ვაქცინაციისა და დავით გარეჯის საკითხი განიხილეს. ასევე განიხილული იყო  საკითხები, რომელიც ზნეობის კუთხით შეფასდა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა “ფორტუნასთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან უხარია, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მისი პოზიცია სინოდის პოზიციას დაემთხვა.

„სინოდის სხდომამდეც ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებას ვაქცინციაზე და ძალიან მიხარია, რომ სინოდის პოზიცია თითქოს გამოვიცანი კიდეც წინასწარ და ეს ძალიან მახარებს. ჩვენი განჩინების მთავარი შინაარსი საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არაა საღვთისმეტყველო საკითხი.

ერთადერთი საღვთისმეტყველო შემადგენელი ნაწილი აქ არის ის, რომ ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს თავისუფლება. ჩვენ არ შეიძლება, რაიმე სახის ზეწოლა მოვახდინოთ არც იმაზე, ვინც გადაწყვიტა, რომ აიცრას და არც იმაზე, ვინც გადაწყვიტა, რომ არ აიცრას. ეს უნდა იყოს თავისუფალი აქტი და ყველა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

ჩვენი განჩინების მთავარი იდეა ის არის, რომ ჩვენ ადამიანს ცოდვაში არ ჩავუთვლით და ზიარებას არ შევუზღუდავთ არც იმიტომ, რომ აცრა გაიკეთა და არც იმიტომ, რომ აცრა არ გაიკეთა“. – აცხადებს მიტროპოლიტი. 

რატომ აშინებთ ამ ხალხს, არ გაიმეოროთ. ყოვლად  უზნეო განცხადებაა – მეუფე ნიკოლოზი მედიას მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები