LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან გვენატრები ყველას” – თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა

814
tamunanatelavanews345

მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა, ერთ–ერთი პოლიციელის მიერ, თავისი სახლიდან ბრმად გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ქალი შინ იჯდა, როდესაც მას აღდგომის აღსანიშნავად გასროლილი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკული შემთხვევიდან 40 დღე გავიდა. ოჯახის წევრები და ახლობლები საფლავზე შეიკრიბნენ.

სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა გარდაცვლილის სიძემ, თიკას მეუღლემ, თემო პირველაშვილმა და დაწერა:

,,დღეს ორმოცი დღე გახდა იმ საბედისწერო საღამოსი. განსაკუთრებულ დღეს დაემთხვა ამაღლების წმინდა დღესასწაულზე✝️?? ძალიან გვენატრები ყველას და განსაკუთრებით შენს “კირუნას”❤️❤️❤️?”.

,,დღეს ამაღლდა ჩემი დედიკო❤️“, – წერს სოციალურ ქსელში თიკა მახალდიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები