დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს, სადაც აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. დედაქალქში 7 საგამოცდო ცენტრი სხვადასხვა საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. რეგისტრაცია დილის 8:00 საათზე, ხოლო გამოცდა ზუსტად 9:00 საათზე დაიწყო. ცენტრებში აბიტურიენტებმა შესვლამდე დისტანცია დაიცვეს და თერმოსკრინინგიც გაიარეს. გამოცდის დაწყებიდან საათნახევარში 39-ე საჯარო სკოლიდან პირველი აბიტურიენტი გამოვიდა, რომელმაც “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ გაუმართლა, ვინაიდან მარტივი საკითხები შეხვდა. მას საგამოცდო ვარიანტების პირველი ვერსია შეხვდა, სადაც შეკითხვები “ვეფხისტყაოსნიდან” იყო. მან ასევე ისაუბრა დარბაზში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ოთახში საკმაოდ გრილა და ადგილზე მათთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

“პირველი ვერსია შემხვდა. ძალიან მარტივი შეკითხვები იყო. “ვეფხისტყაოსნიდან” შემხვდა საკითხები. ალბათ გამიმართლა. შიგნით მაგიდებს შორის დისტანცია დაცულია, ბარიერიც არის დამონტაჟებული. როგორც კი მაგიდასთან დავსხედით, პირბადის მოხსნის უფლება მოგვცეს. მარტივი თემები შემხვდა და ადრე მოვრჩი გამოცდას. ნეტავ ყველა გამოცდაზე ასე გამიმართლოს” – აცხადებს ერთ-ერთი აბიტურიენტი “ფორტუნასთან” საუბარში.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები