LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობა ორსულ მეუღლეზე – რუსთავში 34 წლის მამაკაცი დააკავეს

316
Woman-Assault_d

ფიზიკური ძალადობა და მუქარა ორსული ცოლის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა – ეს ის ბრალდებებია, რის საფუძველზეც რუსთავში 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია, დანაშაული ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები