LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის პუტინს მიმართავს

98
dw900h500

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, რუსეთის პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების მოთხოვნით მიმართვას.

როგორც დუმის სპკერი აცხადებს,  დადგენილებას მყისიერად მოეწერება ხელი და პრეზიდენტს გადაეგზავნება.

გადაწყვეტილებას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.