LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრიუ ბერიმორი ქმარს შორდება

363

დრიუ ბერიმორი და მისი მეუღლე – უილ კოპელმანი ერთმანეთს შორდებიან. წყვილი ერთად სამი წელია, ცხოვრობს.

ჯერ კიდევ თებერვალში ბერიმორი ინტერვიუში ყვებოდა, როგორი ბედნიერი იყო ქორწინებით და როგორ გაუმართლა. იგი მზად იყო შემოქმედებითი პაუზა აეღო და თავი ოჯახისთვის მიეძღვნა. ახლა კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – წარო ამტკიცებს, რომ 40 წლის ბერიმორმა განქორწინებაზე საბუთები უკვე შეიტანა.

„პრობლემები მათ ოჯახში უკვე დიდი ხანია, დაიწყო. წყვილმა სცადა, დროებით ცალ-ცალკე ეცხოვრათ, თუმცა ქორწინების გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს,“ – ამბობს ოჯახთან დაახლოებული პირი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს დრიუ ბერიმორი არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები