LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

127
a-deal-for-donald-trump-b

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თეთრ სახლში მიპატიჟებულია და მისი ვიზიტი ამერიკაში მალე შედგება.“ როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის „ძალიან ჭკვიან ადამიანად“ მიჩნევს და ფიქრობს, რომ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება.

ტრამპის განცხადებით, ზელენსკის უკრაინაში მშვიდობა სურს.

ამ დროისთვის, ვლადიმერ ზელენსკის დონალდ ტრამპთან შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, ამერიკაში ვიზიტამდე, უკრაინული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ვარშავასა და ნიუ-იორკშიც შეხვდნენ ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები