LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს

251
US President Donald Trump (C) and his White House physician Dr. Ronny Jackson (L) listen as US Secretary of Veterans Affairs David J. Shulkin speaks about new technology used by the Department of Veterans Affairs during an event in the Roosevelt Room of the White House August 3, 2017 in Washington, DC. / AFP PHOTO / Brendan Smialowski        (Photo credit should read BRENDAN SMIALOWSKI/AFP via Getty Images)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით “ბიბისი”  წერს. ამავე გამოცემის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრაზილიელ პოლიტიკოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. სწორედ ამიტომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

რაც შეეხება დაინფიცირების შესაძლო რისკს, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, შეხვედრის დროს მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები