LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით ემუქრება

176
trampi

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ემუქრება და აცხადებს, რომ მათი სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა გასაოცარი ძალით უპასუხებს. ზოგიერთ სფეროში ეს სრული განადგურება იქნება.  ეს განცხადება ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

მან ირანის ლიდერები აგრესიულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი რეალობას არ აღიქვამენ.

„ირანს არ ესმის სიკეთე და თანაგრძნობა, არც არასდროს ესმოდა. მათ მხოლოდ ძალა ესმით, აშშ-ს კი, მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასე უპასუხა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებას, რომელშიც ირანის ლიდერმა თეთრი სახლის გადაწყვეტილება აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, „ჭკუასუსტობად“ შეაფასა.

თეირანში აცხადებენ, რომ ახალი სანქციები გზას უკეტავს კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ გზას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები