LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ში მოგზაურობის მსურველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, საპასუხო ქმედებით ემუქრება

108
ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველებისთვისსპეციალური გაფრთხილებები გამოსცეს, საპასუხო ქმედებით ემუქრება.

„ჩვენ ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული ერი ვართ. როცა ვინმე ჩვენი ქვეყნის მიმართ რაიმე ნეგატიურს ჩადის, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ მათ მიმართ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, კანადამ, ირლანდიამ, ახალმა ზელანდიამ, ურუგვაიმ, ვენესუელამ და იაპონიამ, აშშ-ში ბოლო პერიოდში განხორციელებული ორი გახმაურებული მასობრივი სროლის შემდეგ შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველებისთვის სხვადასხვა სახის გაფრთხილებები გამოსცეს.

ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა ორგანიზაცია Amnesty International-მაც. „ტურისტებმა შეერთებულ შტატებში მოგზაურებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ქვეყანა სათანადო არ იცავს ხალხის უსაფრთხოებას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. შეერთებულ შტატებში შეუძლებელია გქონდეს იმის გარანტია, რომ არ გესვრიან,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები