LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონა ბრუნდება: საკონდიტრო 5 ოქტომბრიდან განაახლებს მუშაობას

167
118762533-368542281206517-5446779070700503421-n-e1598972578170

საკონდიტრო “დონას” ოფიციალურ გვერდზე ადმინისტრაციის წერილი ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ფუნქციონირება 5 ოქტომბერს განახლდება..

’’ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარი კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით.
სიმბოლურია ისიც, რომ 17 წლის წინ ოქტომბრის დასაწყისში, ძალიან მიზანდასახული ოჯახური წყვილის და ერთეული ერთგული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომით დაწყებული საქმე დღეს უკვე დიდი, ერთიანი, მომხმარებელზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია. ჩვენი გუნდი. ჩვენი ოჯახი. “დონას” ოჯახი.
მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს’’.

შეგახსენებთ, რომ საკონდიტრო “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი 1 სექტემბერს დაუდასტურდა. შემდეგ კი “დონას” კლასტერი ჩამოყალიბდა, რის გამოც საკონდიტრომ მუშაობა შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები