LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე “ოცნება”, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით: კაპანაძე

107
სერგი კაპანაძე

“თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი,” – წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, პოლიტიკური მხარეებისთვის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ, თავად რომ წყვეტდეს, გარკვეული დაზუსტებებით ხელს მოაწერდა.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე “ქართული ოცნება”, შეთანხმების მიღწევა კი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი:

“შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური. მაგრამ, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიას და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში ქოცების 43%-ზე მეტის ვერ მიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება.

ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ქართული ოცნება. გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა, კი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა.

თუ მოლაპარაკებები გრძელდება და მეტის მიღებაც შეიძლება, ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები. თუ არა და, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი.

ამ დოკუმენტში რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა. თუმცა, ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ ოცნება მოინდომებს ამას, ისედაც გააკეთებს.
პ.ს. ჩემი პირადი აზრია.
პ.პ.ს. პარლამენტარის მანდატი არ მაქვს.” – წერს “ფეისბუქში” სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტია “გირჩის” წევრებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები