LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟვანიას გადაყენებაზე არა, თუმცა საარჩევნო რეფორმის ცვლილებაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია: კობახიძე

86
befunky-collage-5-2020-10-31-06-55-57-977603

მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციასთან ყველა საკითხზე ისაუბროს, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წითელი ხაზია. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის განხორციელაბას არ გამორიცხავს, თუმცა როგორც კობახიძე ამბობს, თამარ ჟვანიას თანამდებობა პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

„არაპოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობა ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი, მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო კუთხით რეფორმას, რაც შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციას უკავშირდებოდეს, ამაზე საუბარი და შეთანხმება შესაძლებელია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში და დასძინა, რომ  საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილი ხარვეზები  „ადამიანურ შეცდომებს“ უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები