შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მედიის წარმომადგენლებმა 72 წლის იუბილე მიულოცეს.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ინფექციურ საავადმყოფოსთან ინტერვიუს დროს იუბილარ თენგიზ ცერცვაძეს ტკბილეული მიართვეს და უმღერეს.

თენგიზ ცერცვაძემ მედიის წარმომადგენლებს სიურპრიზისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან მიყვარხართ“, – აღნიშნა იუბილარმა.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ერთ-ერთია, ვინც თითქმის ყოველდღე აწვდის საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას და მის კოლეგებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვირუსთან საბრძოლველად.

დღეს თენგიზ ცერცვაძიეს 72 წელი შეუსრულდა.

თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცეს (ვიდეო) 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05