LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დისტანციურად მოუსმინეთ ლიტურგიას, გადაურიცხეთ ფული ექიმებს ან გაჭირვებულებს, ეს არის ქრისტიანობა” – ლადო ნარსია

153
ეკლესია (1)

ამ დრომდე არ ვიცით, სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება თუ მორწმუნეები მაინც მივლენ ტაძრებში – საპატრიაქროსგან განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები სინოდის წევრებს გუშინაც შეხვდნენ და ამ თემაზე ისაუბრეს.

“ფორტუნას” დღის თემაში თეოლოგმა ლადო ნარსიამ გვითხრა, რომ შექმნილი მდგომარეობა სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებს. მან მრევლს რჩევებიც მისცა.

საპატრიარქოში შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა

ნაწილმა შენობა უკვე დატოვა და კომენტარები არ გაკეთებულა

“უპირველესი რეკომენდაცია რჩება ის, რომ მაქსიმალურად იმ წესებით ჩატარდეს ლიტურგია, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ. სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთობის რთულ ფაზაში შევიდა. უნდა გაითვალისწინოს ეკლესიამ ყველა რეკომენდაცია, მაგრამ სახელმწიფომ იძულებითი ღონისძიებები არ უნდა გაატაროს მის მიმართ, ეკლესიამ თავად უნდა გააკეთოს ისე, რომ ამ დაპირისპირებამდე არ მივიდეს საქმე. 

რამდენად სწორად სწამთ საეკლესიო პირებს თუ საზოგადოების ნაწილს – ამის გარჩევა დაგვიანებულია.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას შალვა კეკელიას განცხადებაზე, რომ ჯანმრთელი ადამიანი თუ არ მივა ტაძარში, ეს არაქრისტიანულია, კოლექტიურ შალვა კეკელიას ვეტყვი, რომ თეოლოგიური განათლების ადამიანმა ასეთ მოსაზრებებს უნდა უწოდეს ბნელი მოსაზრებები. 

სახელმწიფომ უნდა უთხრას, რომ გწამდეთ, ეს არაა ჩემი გასარჩევი, ჩემი ამბავი ისაა, რომ ვზრუნავ ადამიანებზე, ვადგენ საგანგებო წესებს და თუ ამას ხელს ვინც შეუშლით, აგებთ პასუხს, მაგრამ სახელმწიფო არის სუსტი და ვერ აკეთებს”, – ამბობს თეოლოგი. 

ლადო ნარსიამ მრევლს რჩევებიც მისცა.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათნოება არის მოწყალება. ყველას, ვინც დღეს მტკივნეულად აღიქვამს შექმნილ მდგომარეობას ვეუბნები – რასაც მე გავაკეთებ იმას გეტყვით, დისტანციურად მოვუსმენ ლიტურგიას და შემდეგ, მე, როგორც მოქალაქე, ქრისტიანი, ავიღებ ჩემი დანაზოგიდან და ექიმებს, ვინც ასე იცავს ჩვენს ჯანმრთელობას, მათ გადავურიცხავ. მე თუ ასეთი აუცილებლობა მაქვს, რომ უნდა ვეზიარო, ვთხოვ, რომ ბინაზე მოსვლით მაზიაროს, თუ ასეთი გადაუდებელი აუცილებლობაა. 

მთელმა ეკლესიებმა ეს გააკეთეს, რატომ ვართ ჩვენ ათონზე, იერუსალიმზე, მსოფლიო პატრიარქზე უფრო დიდი. აიღოს თანხა და უამრავი დაუცველი ადამიანია, შეწიროს. ეს უფრო დიდი სათნოებაა, ვიდრე გაუფრთხლებლად მივიდეს ეკლესიაში და ამას საშინელება მოჰყვეს”, – ამბობს თეოლოგი ლადო ნარსია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები