LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს – მათ შორის ერთი 17 წლის ბიჭია

352
სისხლიანი გარჩევა

“დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში სისხლიანი გარჩევა რამდენიმე წუთის წინ ხუთი ადგილობრივის დაჭრით დასრულდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – 17 წლის ბიჭია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, დაჭრილები არიან მამა, მისი ორი შვილი და გამშველებელი.

მეზობლებს შორის ჩხუბის მიზეზი სავარაუდოდ, თავდამსხმელი მამაკაცის მხრიდან დაჭრილების მისამართით დამამცირებელი რეპლიკა გახდა.

ადგილზე მობილიზიებულია სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები