LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიპლომის სკანდალი გრძელდება: თადუმაძე კურსელებს და ლექტორებს არ ასახელებს [ვიდეო]

425
SHALBAS DIPLOMI

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს სთხოვა, ჩამოეთვალა 3 კურსელი ან 3 ლექტორი, რომელიც ასწავლიდა.

“იმის გამო, რომ ასეთი ამბავი ატყდა, ხომ არ შეგიძლიათ, 3 კურსელი ჩამოთვალოთ. ჩემმა კოლეგამ ლევან სამუშიამ დასვა ეს კითხვა და მინდა გავიმეორო. ამ ვნებათაღელვის მოსახსნელად დაასახელეთ სამი კურსელი ან ლექტორი” – მიმართა გიგა ბოკერიამ თადუმაძეს.

თადუმაძე ამბობს, რომ მეტის ჩამოთვლა შეუძლია, მაგრამ არ ჩამოთვლის.

“3-ის კი არა, 10-ის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მათთვის არ მიკითხავს, შემეძლო თუ არა პარლამენტის ტრიბუნიდან დამესახელებინა მათი სახელი და გვარი. ეს სტანდარტია ასეთი. თუ თვითონ გამოვლენ და იტყვიან, მაშინ შესაძლებელია. თვითონ თუ აქვთ სურვილი შეუძლიათ გამოვიდნენ,” – თქვა თადუმაძემ.

გიგა ბოკერიასთვის პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები