LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს

66
C2DDAF0A-7D61-4464-917F-2C756F29778D

„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ : „მიშა! მიშა!“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ისინი ასე მის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ მიტანილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ადგილზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი აქცია მეტრო „300 არაგველთანაც“ გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან მიემართებიან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაშია მოთავსებული. ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეული პირობები დააყენა და განაცხადა, რომ იგი დაემორჩილება სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ შიმშილობას შეწყვეტს.

კირკიტაძე: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აქციებით და უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე ძალიან მალე იზეიმებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები