LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო: მეორე ტალღა გარდაუვალია

160
52973344-303

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო და ახლა აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

გაერთიანებულ სამეფოში კოონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 30 ათასს გადასცილდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 700 ადამიანი გარდაიცვალა.

ლონდონში ამბობენ, რომ სხვა ქვეყნების მონაცემების პირდაპირი შედარება შეუძლებელია.

დომენიკ რააბი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„გარდაცვლილთა რაოდენობის აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ამის შესახებ ვიკამათეთ და ახლა ნებისმიერ ვითარებაში გარდაცვლილს ვაცხადებთ. ყველა ქვეყანა იგივეს არ აკეთებს. ასე რომ, ქვეყნების მონაცემების შედარება არასწორი იქნებოდა“.

ესპანეთის პარლამენტი მიმდინარე კვირას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე იმსჯელებს, რაც ხელისუფლებას მისცემს უფლება, რომ მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდონ. ამჟამინდელი ვადა 10 მაისს იწურება. მადრიდში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა მთლიანობაში შეზღუდვები ძალაში რჩება. ქვეყნის ოპოზიციური პარტიები ეჭვს გამოთქვამენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროებასთან დაკავშირებით.

კარანტინის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ გერმანელი მეცნიერები. კოხის ინსტიტუტის სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ პანდემიის მეორა ტალღა თითქმის გარდაუვალია.

ლოტარ ვილერი, კოხის ინსტიტუტის დირექტორი:

„ეს პანდემიაა, ხოლო პანდემიის დროს ვირუსი შესაძლოა გადამდები იყოს, სანამ მოსახლების 60-70% არ დაავადდება. აი, რატომ ვამბობთ, რომ პანდემიის მეორე ტალღა თითქმის გარდაუვალია. მეცნიერების უმეტესობა ამაში დარწმუნებულია, ხოლო ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ შესაძლებელია იყოს მესამე ტალღაც“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანების რიცხვი 243 ათასს აჭარბებს. ამერიკის ჰოპკინსის უნივერსიტეტი  255 ათას ადამიანზე საუბრობს. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონ 600 ათასს აჭარბებს.

პირველ ადგილზე რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანაში დაინფიცირებულია 200 ათასი  ადამიანი, ხოლო 70 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები