LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებისთვის: ანგელა მერკელი გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

54
FORTUNA.GE- (3)

“გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში.” – საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ოფიციალური წერილით ულოცავს გერმანიის კანცლერი.

ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები, საფუძველს იძლევა მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ასევე საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის:

“პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში.” – წერია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები