LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას 30 ივნისამდე ითხოვს

97
h_53410200

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ბრიუსელს მიმართა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი 30 ივნისამდე გადავადდეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს მივწერე და შევატყობინე, რომ დიდი ბრიტანეთი Brexit-ის თარიღის 30 ივნისამდე გადავადებას ითხოვს,“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 29 მარტს უნდა მომხდარიყო. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი აღნიშნულ შეთანხმებას ორჯერ არ დაუჭირა, რადგან ისინი შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები