LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% “ინდურ ვარიანტს” უკავშირდება: ჯანდაცვის მინისტრი

70
Untitled design (1)

“ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში ვირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი, შესაძლოა, ე.წ. “ინდურ შტამს” უკავშირდებოდეს”, – ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევები 3 535-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი ახლა უკვე 6 959-ია.

ჰენკოკის განცხადებით, ხელისუფლება შემთხვევების ზრდას ელოდება, რადგან ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდა.

მინისტრი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს პანდემიის მიმდინარეობის დროს, ხელისუფლება ოფიციალურ მონაცემებს მალავდა.

ხელისუფლება არ მალავს, რომ დიდ ბრიტანეთში ეპიდვითარება კვლავ გამწვავდა – განახლებული მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, შემთხვევების რიცხვი, წინა კვირასთან შედარებით, 20.5%-ით გაიზარდა.

გუშინ ქვეყანაში ინფიცირების 3 542 შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა. უკვე მეორე დღეა, კოვიდ-19-ის დღიური მაჩვენებელი 3 000-ს აჭარბებს.

“ინდური ვარიანტის” ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული სამეფოდან ქვეყანაში შესვლა შეზღუდა. 31 მაისიდან ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შევა, ვალდებული იქნება 7-დღიანი კარანტინი გაიაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები